Header Image Promo

სახელმწიფო პროგრამები

რთველი - 2016

რთველის საკოორდინაციო შტაბი 23 აგვისტოს თელავში გაიხსნა. შტაბის გახსნას წინ უძღვოდა შეხვდრები მეწარმეებთან და კახეთის მუნიციპალიტეტების სოფლების რწმუნებულებთან. ჩატარდა რთველის ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები: რთველთან დაკავშირებით სამთავრობო დადგენილების მიღება და მისი გაცნობა მეწარმეებისთვის; ძირითადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა; პროგრამული უზრუნველყოფა და ტრეინინგების ჩატარება შტაბის ოპერატორებისთვის; შემუშავდა „რთველი 2016“-ის საკომუნიკაციო სტრატეგია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა.   „რთველი 2016“-ის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმის მიხედვით მომზადდა საკომუნიკაციო-საინფორმაციო მასალა:  ბროშურა, ბანერები, შტენდერები და სხვა. რთველის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების მიზნით, აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა ცენტრალურ და რეგიონალურ მედია-საშუალებებთან.

 

2016 წელს რთველის პროცესში სიახლე იყო, რომ რთველში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს დარეგისტრირება შეეძლოთ ელექტრონულად, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამოცხადების გარეშე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით: http://winebalance.georgianwine.gov.ge/LogOn?ReturnUrl=%2f

ასევე, სოფლის რწმუნებულები მევენახეებისთვის ყურძნის წარმოშობის შესახებ ცნობის გაცემა შეეძლოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე, შემდეგ მისამართზე: http://governor.georgianwine.gov.ge/LogOn?ReturnUrl=%2f

სულ საქართველოს მასშტაბით ინდუსტრიულად გადამუშავდა 115,2 ათასი ტონა ყურძენი, მოსახლეობის შემოსავლებმა შეადგინა 101,1 მლნ ლარი. მათ შორის,

კახეთის რეგიონში - რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებული 195 კომპანიიდან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო 178 კომპანიამ.

    სულ გადამუშავდა 113,5  ათასი  ტონა ყურძენი. მათ შორის:

•           გურჯაანის მუნიციპალიტეტი - 35,8 ათასი ტონა;

•           თელავი - 29,2 ათასი ტონა;

•           ყვარელი - 22 ათასი ტონა;

•           საგარეჯო - 9,6 ათასი ტონა;

•           სიღნაღი - 7,1 ათასი ტონა;

•           ახმეტა - 5 ათასი ტონა;

•           ლაგოდეხი - 2,8 ათასი ტონა;

•           დედოფლისწყარო - 2 ათასი ტონა;

       ჯიშების მიხედვით კომპანიების მიერ მიღებული და გადამუშავებულია:

•           რქაწითელი - 65 ათასი ტონა (მათ შორის სუბსიდირებული  61,6 ათასი ტონა),

•           საფერავი - 42 ათასი ტონა (მათ შორის სუბსიდირებული  30,3 ათასი ტონა),

•           კახური მწვანე - 3 ათასი ტონა (მათ შორის სუბსიდირებული  1,7 ათასი ტონა),

•           სხვა ჯიშები - 3,5 ათასი ტონა.

        ჯამში  სუბსიდირებული ყურძნის რაოდენობამ შეადგინა 93,6 ათასი ტონა, რაც თანხობრივ გამოსახულებაში შეესაბამება 34, 55 მილიონ ლარს.

მთლიანობაში კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში შეადგინა 97 მილიონ ლარზე მეტი.

      სახელმწიფო საწარმო  სს „აკურას“  მიერ გადამუშავებული იქნა 31 ათას ტონამდე ყურძენი, რამაც შეადგინა რეგიონში გადამუშავებული ყურძნის საერთო რაოდენობის 27 %, რაც უკანასკნელი 3 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

     რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო 24  კომპანიამ.  

 სულ გადამუშავდა 513 ტონა ყურძენი:

•           ალექსანდროული, მუჯურეთული 497 ტონა (მათ შორის სუბსიდირებული   482 ტონა),

•           სხვა ჯიშები - 16 ტონა.

    ალექსანდროული, მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე სუბსიდიის თანხამ შეადგინა      960  ათასი ლარზე მეტი.

       მთლიანობაში რაჭის  მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში შეადგინა 2,5 მილიონი ლარი.

      სახელმწიფო საწარმო  სს „აკურას“  რაჭის რეგიონში  მიმდინარე ყურძნის გადამუშავების პროცესში, წინა წლებისაგან განსხვავებით,  მონაწილეობა არ მიუღია. 

 

    ყურძენი ღვინის კომპანიებს ჩააბარა 18 875 მევენახემ.