Header Image Promo

ძირითადი საქმიანობა

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

სააგენტოს უფლება-მოვალეობები და ფუნქციებია:

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება;

მევენახეობა-მეღვინეობის დარგების ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და ღვინის ბრენდებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა;

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირება და მისი კონტროლი;

მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

 დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობა;

ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და სემინარების მოწყობის ხელშეწყობა;

სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება;

საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;

ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია;

ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენის ხელშეწყობა;

ვენახების საკადასტრო უწყებრივი რეესტრის შექმნა;

ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდების პოპულარიზაცია;

ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივი კონტაქტისა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში.