Header Image Promo

საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უკეთებს დეგუსტაციებს,  კონკურსებს, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებს, გამოფენების და მედია-ტურების ჩატარებას.

მარკეტინგული აქტივობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

Ø  რეგიონები, სადაც საქართველოს, როგორც ქვეყნის და შესაბამისად ქართული ღვინის ცნობადობა არის დაბალი;

Ø  რეგიონები, სადაც ცნობადობა არის მაღალი, მაგრამ საჭიროა ლოიალური სეგმენტის ზრდა.

ქართული ღვინო პროფესიონალებისა და მოყვარულების წინაშე 3 ძირითადი გზავნილით წარსდგება: „საქართველო ღვინის აკვანი“, რაც დაფუძნებულია მრავალ ისტორიულ და არქეოლოგიურ ფაქტებსა და წყაროებზე, რომ საქართველო მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანი გზავნილია  „8 ათასი უწყვეტი რთველი“ - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8 ათასი წლის დაიწყეს ღვინის წარმოება და ამ კულტურას წყვეტა არ ჰქონია.

მესამე ძირითადი გზავნილია - 525 უნიკალური ადგილობრივი ჯიში. ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით საქართველო მართლაც გამორჩეული და უნიკალურია მსოფლიოს მეღვინეობით განთქმულ ქვეყნებს შორის. საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500 ზე მეტი ქართული ჯიში. ასეთი მრავალფეროვნება ადასტურებს, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის.

ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქართული ქვევრის ღვინო. ქვევრის ღვინის დამზადების უნიკალური წესისა და ტრადიციების პრომოცია ხდება, როგორც გამოფენა-ღონისძიებების, ასევე სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.  ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

2016 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო  50-მდე ღონისძიებაზე საქართველოსა და მსოფლიოს 11 ქვეყანაში: საფრანგეთი,  დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, აშშ, იაპონია, ჩინეთი/ჰონგ-კონგი და ირლანდია.

 ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში, რომელთაგან აღსანიშნავია:

Ø  Gruene Woche 2016’, გერმანია (14-25 იანვარი);

Ø  „Les Penitentes”, საფრანგეთი (30-31 იანვარი);

Ø  „La Dive Boutteille”, საფრანგეთი (31 იანვარი-1 თებერვალი);

Ø  ,,FOODEX JAPAN 2016“, იაპონია (8-11 მარტი);

Ø  „Prowein  Diusseldorf 2016“, გერმანია, 13-15 მარტი;

Ø  „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“, ჩინეთი, 19-21 მარტი;

Ø  „China Food & Drink Fair”, ჩინეთი (20-26 მარტი);

Ø  „Wine and Gourmet Japan 2016“, იაპონია (13-15 აპრილი);

Ø  „Real Wine Fair 2016“, დიდი ბრიტანეთი (17-18 აპრილი);

Ø  „RAW London“, დიდი ბრიტანეთი (15-16 მაისი);

Ø  „19th Investment and Trade Forum for Cooperation between East and West China and Silk Road International Exposition“, ჩინეთი (22-26 მაისი);

Ø  “VinExpo 2016”, ჰონგ-კონგი, 24-26 მაისი;

Ø  „Vyno Dienos 2016“, ლიტვა (27-28  მაისი);

Ø  „WinExpo Georgia 2016“, საქართველო (3-5 ივნისი);

Ø  SITT (Specialist Importers Trade Tasting), დიდი ბრიტანეთი, 19-21 სექტემბერი, მანჩესტერი, ლონდონი;

Ø  The 5th Eurasia Expo, 2016, ჩინეთი, სინძიანი, 20-25 სექტემბერი;

Ø  RAW New York, აშშ, 6-7 ნოემბერი;

Ø  Prowein China 2016, ჩინეთი, შანხაი, 5-7 ნოემბერი;

Ø  „EnoExpo 2016”, პოლონეთი (16-18 ნოემბერი);

Ø  RAW Berlin, გერმანია, ბერლინი, 27 ნოემბერი.

გამოფენების პარალელურად, ქართული ღვინის წარდგენა მოხდა სხვადასხვა ღონისძიებაზე. მათ შორის, აღსანიშნავია:

Ø  კომპანია „Georgian house of Greater Washington, LLC”-ს ორგანიზებით თებერვალსა და მარტში ვაშინგტონის სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში გამართული დეგუსტაციები  სახელწოდებით „აღმოაჩინე ქართული ღვინო“;

Ø  აპრილში ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსსა და ქალაქ კაუნასში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები სახელწოდებით „წითელი ღვინოები საქართველოდან“;

Ø  აპრილში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში,  პეკინის „როტარი კლუბის“ (Rotary Club of Beijing) შეხვედრზე ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა;

Ø  28  აპრილს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფისში, პარიზში, ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პრეზენტაცია საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფრანგეთის აგრარული პალატის, პროფესიონალი სომელიეების, ენოლოგების,ღვინის ჟურნალისტებისა და ბლოგერების,  UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე გაიმართა;

Ø  27-28 მაისს  ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში დეგუსტაცია - „გამორჩეული ღვინოები საქართველოდან“;

Ø  კომპანია „Tastingwork”-ის (აშშ)  ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკის ორგანიზებით „ივნისი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინის დეგუსტაციები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში მოეწყო;

Ø  ივნისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინისა და ჩინურ-ქართული ფოლკლორის დღე „საქართველო - ღვინის სამშობლო, მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“ აღინიშნა, სადაც ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

Ø  ივლისში ქართული ღვინის ფესტივალი შანხაისა და ჰონგ-კონგში ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი. ასევე, კომპანია MaiM9-თან თანამშრომლობით, პეკინის (Beijing), ნინბოს (Ningbo), შანჰაისა (Shanghai) და ტანშანის (Tangshan) ღვინის მაღაზიებსა და სალონებში  ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა.

Ø  ივლისში, ჩინეთის 23-მილიონიანი მოსახლეობის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში   ქართული ღვინისა და ჩინური კულინარიის საღამო გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ბეიფანძიედას“ მიერ.

Ø  სექტემბერში დიდი ბრიტანეთის ქალაქებში - ლონოდონსა და მანჩესტერში,  ყოველწლიურ  გამოფენა-დეგუსტაციაზე SITT (Specialist Importers Trade Tasting) ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. 

Ø  ოქტომბერში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია სახელწოდებით - „Wines of Georgia” ტალინსა და რიგაში.

Ø  სააგენტოს კონტარქტორები პოლონეთში კომპანია  „Malinova” და “Vinisfera” წლის განმავლობაში დეგუსტაციებს მართავდნენ ვარშავაში, კრაკოვში, ვროცლავში, მიკოლაიკში, ლებაში, ოსვინცემში და პოლონეთის სხვა ქალაქებში.

Ø  კომპანია „ქართული ღვინის სახლის“ ორგანიზებით დეკემბერში აქცია „გამარჯობა, საფერავო“ (Well, Hello Saperavi) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონში, სხვადასხვა ღვინის სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში, ბარებსა და რესტორნებში ქართული ღვინის, კერძოდ, „საფერავის“ დეგუსტაციების სერია ჩატარდა.

       კვლავ  აქტიური იყო ღონისძიებები ჩინეთში: ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის პროვინცია ძიანსის ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას, კოორდინირებული აქტივობების, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობისდა ექსპორტის გაზრდის მიზნით; ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით ივლისში ქართული ღვინის საგანმანათლებლო კურსები გაიმართა; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ნანჩანგში, ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, ქართული ღვინის სახლი -  „ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი და ღვინის სავანე-ჯუნგე“ გაიხსნა; ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩის „ქართული ღვინის კულტურის ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი“  ჩინეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ბეიფანძიედას“ მიერ დაფუძნდა. (Xinjiang  Beifang  Jianda  Trade  Co.,  Ltd). სულ წლის ბოლოსთვის ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სხვადასხვა ობიექტი (ქართული ღვინის სახლი, სალონი, მაღაზია და ა.შ.) ფუნქციონირებს.

უცხოურ ბაზრებთან ერთად მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზრის პოტენციალის ათვისება, რომელიც მოიცავს ბოთლში ჩამოსხმული ღვინის მოხმარების კულტურის დანერგვასა და ღვინის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას.

Ø  14 მაისს მთაწმინდის პარკში, „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალში ღვინის კომპანიები,  მცირე ოჯახური და საშუალო მარნები, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები - პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები, ვაინბლოგერები და მწერლები მონაწილეობდნენ.

Ø  3-5 ივნისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით, ,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia 2016“ გაიმართა.

Ø  22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში ღვინის კვირეული გაიმართა.  22 სექტემბერს, ქართული ღვინის კვირეული თელავის მუნიციპალიტეტში, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია გახსნის საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. ამავე დღეს, ქართული ღვინის კვირეულის გახსნის აღსანიშნავად,  თელავში, სახალხო ზეიმი - ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღვინის კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკაში ქართულ მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული მონოგრაფიული წიგნების გამოფენა-პრეზენტაცია, თბილისის N1 ღვინის ქარხანაში საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით,  ღვინის ფესტივალი "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე" გაიმართა;  ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, მოეწყო ღვინის ფესტივალი; N1 ღვინის ქარხანაში ასევე მოეწყო ნინო კაჭარავას ფილმის - ,,ვაზში დაკარგულები’’ კინოჩვენება. 30 სექტემბერს კახეთში გაიმართა მეღვინეთა გილდიის მიერ ორგანიზებული ფესტივალი „თელავინო 2016“, ასევე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსი და  გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, ასევე მოეწყო „ღვინის კლუბის“ მიერ ქართული ღვინის გზამკვლევის პრეზენტაცია, ღვინის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით 1 ოქტომბერს კახეთის საინფორმაციო ღვინის ტური მოეწყო მიზნობრივი ჯგუფისთვის. კვირეული საზეიმოდ 2 ოქტომბერს რიყის პარკში დასრულდა, სადაც მოეწყო ღვინის გამოფენა-გაყიდვა და დამსახურებული მეღვინეების დაჯილდოების ცერემონია.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩატარდა ღვინის ტურები უცხოელი პროფესიონალებისთვის, მათ შორის, აღსანიშნავია:

Ø  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Marq Energie-ის (აშშ) წარმომადგენლები მაისში საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვივნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებმა თბილისში, კახეთსა და ქართლში მოინახულეს ღვინის კომპანიები.

Ø  სექტემბერში ღვინის საერთაშორისო მაგისტრის, ლიზა გრანიკის (აშშ) ხელმძღვანელობით ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს ესტუმრა.

 

Ø  სექტემბერში ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტების ჯგუფი (იტალია, ავსტრალია, აშშ, პორტუგალია, ჩინეთი) ერთკვირიანი ღვინის მედია-ტურით საქართველოში ესტუმრა.