!მიმდინარეობს საიტის განახლება

ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

საიმიჯო კლიპი ქართულ ღვინოზე

ზოგადი

საიმიჯო კლიპი ქართულ ღვინოზე
11.11.2014

პოლონეთის ტელეარხმა „POLSAT“-მა ქართული ღვინოზე საიმიჯო ვიდეო-რგოლი გადაიღო, რომელიც არხის ეთერში ტრიალებს. აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტები ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მედია ტურის ფარგლებში, მიმდინარე წლის ოქტომბერში იმყოფებოდნენ და ადგილზე გადაიღეს ვიდეო-რგოლისთვის მასალა. „POLSAT“ პოლონეთში სიდიდით მეორე სატელევიზიო არხია, რომელზეც გადაიცემა, გასართობი ღონისძიებები, საინფორმაციო გამოშვებები და სხვადასხვა გადაცემები.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნული ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის - 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1,2 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქართული ღვინო