თბილისში ყურძნის სარეალიზაციო ადგილები განისაზღვრა 
Header Image Promo

თბილისში ყურძნის სარეალიზაციო ადგილები განისაზღვრა

თარიღი: 2015-09-13

რთველი 2015–ის ფარგლებში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების პარალელურად, სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა. თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ 15 ადგილი განისაზღვრა. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე 9 სარეალიზაციო პუნქტი დაემატება. 

თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, მევენახეები ყურძნის რეალიზებას გადასახადის გარეშე შეძლებენ.

პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია შემდეგ მისამართებზე:

1. ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია);

2. კონსტიტუციის ქუჩა;

3. ნორიოს აღმართი (კუკია); 

4. პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი); 

5. პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი); 

6. რესპუბლიკის მოედანი; 

საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე:

7. დაბა წყნეთი;

8. 9 ძმის ქუჩა (კუკია);

9. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია; 

10. გობრონიძის ქუჩა (მუხიანი); 

11. ლიბანის ქუჩა (ავჭალა); 

12. პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი);

13. ჩოლოყაშვილის ქუჩა; 

14. ვაზისუბანი (თ.დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია); 

15. ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ვარკეთილი); 

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზზე: 247 01 01 

ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები საქართველოს ყველა რეგიონშიც მოწყობილია: ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. 1); ბათუმი (მაიაკოვსკის ქ4, აღმაშენებლის ქ. ,,ხოფას ბაზარი“, გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);

თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან - 2.50 ლარამდე მერყეობს.