რთველის მიმდინარეობა - 11 სექტემბერი 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა - 11 სექტემბერი

თარიღი: 2015-09-11

11 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 4,4 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 930 ტონამდე რქაწითელი, 1 100 ტონამდე საფერავი, 260 ტონამდე კახური მწვანე და 2 000 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

დღეის მდგომარეობით, კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 17 ღვინის მწარმოებელი კომპანია. მათ შორის, 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის კომპანია, რომელიც დღეს დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებიდან მიიღებს ყურძენს. 

რთველში ეტაპობრივად კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვება, რასაც შესაბამისად სხვა ღვინის საწარმოების გახსნა მოჰყვება. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015,gov.ge.