რთველთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი ამოქმედდა 
Header Image Promo

რთველთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი ამოქმედდა

თარიღი: 2015-09-10

2015 წლის რთველთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი  www.rtveli2015.gov.ge ამოქმედდა, სადაც ოპერატიულ რეჟიმში განთავსდება რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციები. 

საიტზე ონლაინ-რეჟიმში აისახება მონაცემები გადამუშავებული ყურძნის შესახებ რეგიონებისა და ჯიშების მიხედვით, ასევე ყურძნის გადამუშავების დღიური დინამიკა, ახალი ამბები, იმ კომპანიების საკონტაქტო მონაცემები, რომლებიც რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა ყურძნის გადამუშავების მიზნით.

ახალ ვებ-გვერდზე განთავსდება რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა სიახლე.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01.