ქართული ღვინო კრაკოვში დააგემოვნეს 
Header Image Promo

ქართული ღვინო კრაკოვში დააგემოვნეს

თარიღი: 2015-06-24

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციის გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიებისა და მცირე მარნების ქვევრის ღვინოები. ქართული ღვინის პრეზენტაციას უძღვებოდა კომპანია ,,Vinisfera’’-ს დირექტორი მარიუს კაპჩინსკი.

ღონისძიებას    ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და ბარების წარმომადგენლები, ბლოგერები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინოები: 1. მწვანე (სატრაპეზო)- „თელავის ღვინის მარანი“; 2. რქაწითელი გლეხური - „თელიანი ველი“; 3. ქისი (ვინოტერა) – „შუხმან ვაინისი“; 4. კრახუნა - „ლაგვინარი“; 5. რქაწითელი - „თბილღვინო“; 6. მწვანე - „გოცას ღვინო“; 7. საფერავი - „გოცას ღვინო“; 8. ჩინური - „გოცას ღვინო“; 9. ქისი - „გოცას ღვინო“;  10. ჩინური - „იაგოს ღვინო“; 11. ხიხვი - „ჩოტაშვილის ვენახები“; 12. რქაწითელი - „ციხელიშვილის ღვინოები“; 13. ოცახანური საფერე-ცოლიკოური - „კვალითი“; 14. საფერავი - მეღვინეობა ,,ნიკა“ , 15. ნიკა ნიკა - მეღვინეობა ,, ნიკა“, 16. Datonoa- მეღვინეობა ,,ნიკა“, 17. ჭაჭა - მეღვინეობა ,,ნიკა“, 18. საფერავი - „ჩელთი“.   

მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართულ ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე და ზრდის შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ პოლონეთის ბაზარზე სათანადო ადგილი დაიკავოს.  

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნული ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

 

 

ფოტო გალერეა