ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ 
Header Image Promo

ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თარიღი: 2015-06-07

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–8 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2015 ფარგლებში, 5-6 ივნისს ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსი (7th International Wine Award) გაიმართა. კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშრისო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით ჩატარდა. საერთაშორისო ექსპერტებით, ენოლოგებით და ღვინის ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ღვინის ნიმუშები შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ტიმ ატკინი (ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - დიდი ბრიტანეთი ), ჯონ სალვი (ღვინის მაგისტრი - საფრანგეთი), გიორგი დაქიშვილი (საქართველო), გიორგი თევზაძე (საქართველო), ლესლი გევითსი (აშშ), ჯოელ ბი პეინი (გერმანია), ფელისიტი კარტერი (ავსტრალია) და სპეციალური სტუმარი, OIV-ის გენერალური დირექტორი ჟან მარი ორანი. სხვადასხვა კატეგორიებში (თეთრი მშრალი, წითელი მშრალი, წითელი ნახევრადტკბილი, ქვევრის) გამარჯვებულ ღვინოებს ოქროს და ვერცხლის მედლები მიენიჭა.

6 ივნისს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპოჯორჯიაგამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა გამარჯვებული ღვინოების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვეს. კონკურსში გამარჯვება 30-მა ღვინომ მოიპოვა.

ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე და ოჯახური მარნები: ,,Weingut Bernhard Koch”, ,,კორპორაცია ქართული ღვინო“, ,,ღვინის კომპანია შუმი“, ,,ქიმერიონი“, ,,მეღვინეობა ხარება“, ,,ბატონო“, ,,ასკანელი ძმები“, ,,გიუანი“, ,,არტ მტევანი“, ,,ვაინ მენი“, ,,კახური ღვინის მარანი“, ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ,,წინანდლის ძველი მარანი“, ,,თბილღვინო“, ,,კომპანია ბესინი“, ,,გოცას ოჯახური მეურნეობა“, ,,ბაბანეურის მარანი“, ,,ჭური“, ,,საწნახელი“, ,,თელედა“, ,,გვიმარანი“, ,,ნიკა ვაინს“, ,,პეტრიაანთ მარანი“, ,,ნათენაძის ღვინის მარანი“, ,,ჩვენი ღვინო“, ,,თემი“, . გაოზ სოფრომაძე, ,,ამირან ვეფხვაძის მეღვინეობა“, ,,ვაზი +“, ,,სთორი“, ,,გრავისი“, ,,ხოხბის ცრემლები“, ,,მანაველი“, ,,ფიცხელანის მარანი“, ,,Villa Vino Raca”, ,,Vinho Do Duoro”, ,,Zonin 1821”, ,,Rousseau De Sipian”, ,,Edmeades Winery”, ,,ნაოტრები”, ,,ვაზიანი”, ,,ლაგვინარი“, ,,შალაური“.

კონკურსში გამარჯვება 30-მა ღვინომ მოიპოვა.

კატეგორიაში თეთრი მშრალი ქვევრის ღვინო:

ოქრო - მწვანე (კომპანია ,,შალაურის მარანი“)

ოქრო - რქაწითელი (კომპანია ,,საწნახელი“)

ოქრო -რქაწითელი (კომპანია ,,ვაზი +“)

ოქრო - ქისი (კომპანია ,,ვაზი +“)

ოქრო - თემის რქაწითელი (გაერთიანება ,,თემი“)

ვერცხლი - ხიხივი (კომპანია ,,გრავისი“)

ვერცხლი - კახური მწვანე (,,გოცას ოჯახური მეურნეობა“)

ვერცხლი - პრემიუმ რქაწითელი (კომპანია ,,მანაველი“)

ვერცხლი - ქვევრის მწვანე (კომპანია ,,მეღვინეობა ხარება“)

ვერცხლი - ქისი მილდიანი (კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანი“)

ვერცხლი - რქაწითელი მანაველი (კომპანია ,,მანაველი“)

კატეგორიაში წითელი მშრალი ქვევრის ღვინო:

ოქრო - ოცხანური საფერ (კომპნია ,,მეღვინეობა ხარება“)

ვერცხლი - უსახელაური (კომპანია ,,გრავისი“)

კატეგორიაში თეთრი მშრალი ღვინო:

ოქრო - წინანდალი (კომპანია ,,ბესინი“)

ოქრო - კახური (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

ვერცხლი - ივერია ქისი (კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“)

ვერცხლი - ივერია ხიხვი (კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“)

ვერცხლი - სანთელი წინანდალი (კომპანია ,,ვაინმენი“)

ვერცხლი - იყალთო წინანდალი (კომპანია ,,ვაინმენი“)

ვერცხლი - ვაინმენის წინანდალი (კომპანია ,,ვაინმენი“)

ვერცხლი - Chardonnay Grand Reserve (კომპანია Weingut Bernhard Koch)

ვერცხლი - წინანდალი (კომპანია ,,თბილღვინო“)

კატეგორიაში წითელი მშრალი ღვინო:

ოქრო - მუკუზანი ( კომპანია ,,ქიმერიონი“)

ოქრო - Medoc (კომპანია Rousseau De Slpian)

ვერცხლი - საფერავი სპეციალური მოსავალი (კომპანია ,,თბილღვინო“)

ვერცხლი - Pino Noir Grand Reserve ( კომპანია Weingut Bernhard Koch)

ვერცხლი - მუკუზანი იბერიული (კომპანია ,,შუმი)

ვერცხლი - კასრის საფერავი (კომპანია ,,გიუანი“)

კატეგორიაში წითელი ნახევრადტკბილი ღვინო:

ვერცხლი - ქინძმარაული (კომპანია ,,მეღვინეობა ხარება“)

 ვერცხლი - ქინძმარაული (კომპანია ,,ასკანელი ძმები“)

ფოტო გალერეა