იანვარ-მაისის თვეების ექსპორტის მონაცემები 
Header Image Promo

იანვარ-მაისის თვეების ექსპორტის მონაცემები

თარიღი: 2015-06-02

2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 455 407  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 30 151 039 აშშ დოლარს შეადგენს.

5 თვის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 43%, იაპონია - 20%, ლატვია - 5%, ესტონეთი - 16%, გერმანია - 5%, აშშ - 28%, კანადა - 149%, და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული  ასე გამოიყურება: რუსეთი - 4 760 721, ყაზახეთი - 1 731 126, უკრაინა -    1 072 530, პოლონეთი - 644 672,  ჩინეთი -   602 917 ბოთლი.

ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-70%) და უკრაინაში (-57%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ გავლენა იქონია იანვარ-მაისის თვეების ექსპორტის მონაცემებზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 54%-ითაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი 5 თვის ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითისთვის:  2012 წელს ექსპორტირებული იყო  7 240 265 ბოთლი და 2013 წ.  – 9 212 386 ბოთლი ღვინო.  კლება  არის 2014 წელთან შედარებით (22 779 153), რაც განპირობებულია გასულ წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური  მაჩვენებლით.

ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 973 829 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 5 714 271 აშშ დოლარს აღწევს.

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (1 294 883) და უკრაინა (458 544).