ახალი ღვინის ფესტივალი 2015 
Header Image Promo

ახალი ღვინის ფესტივალი 2015

თარიღი: 2015-05-11

8 მაისს თბილისში, რესტორანფუნიკულიორშირიგით მეექვსე ახალი ღვინის ფესტივალი 2015“ გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე  იშვიათი ქართული ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების მასშტაბურ დეგუსტაციას დაეთმო. ღონისძიებას ესწრებოდნენახალი ღვინის ფესტივალისმხარდამჭერი სახელმწიფო ორგანიზაციების - ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის არმომადგენლები, პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები, „ახალი ღვინის ფესტივალისმონაწილე ღვინის დიდი კომპანიებისა და მცირე მწარმოებლების, ასევე, მედია სექტორის წარმომადგენლები - ჟურნალისტები, ღვინის ჟურნალისტები, ვაინბლოგერები, მწერლები როგორც საქართველოდან, ასევე, უცხოეთიდან (ჰოლანდია, იაპონია იტალია, აშშ, უკრაინა და სხვ.).

9 მაისს ფესტივალმა დედაენის ბაღში ათასობით სტუმარს უმასპინძლა.

ახალი ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი დღესასწაულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. საქართველოში ღვინის მოხმარებასა და ღვინის კულტურის ამაღლებაში ამ ფესტივალმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი უკვე მეექვსედ ტარდება და მისი მონაწილეთა და სტუმართა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც ჩართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. საქართველოში ღვინის კულტურის მოხმარების ამაღლება მეღვინეობის დარგის განვითარების ერთ-ერთ უმთავრესი მიმართულებაა“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმაახალი ღვინის ფესტივალისგახსნის საზეიმო ცერემონიაზე.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 2014 წლის მოსავლის ახალი ღვინოები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ღვინის 60-მდე კომპანამ და მცირე მარანმა და 55-მა საოჯახო მარანმა წარმოადგინა.

10 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის დასკვნით დღეს მოეწყო ღვინის ტურები კახეთისა და ქართლის რეგიონებში უცხოეთიდან საგანგებოდ მოწვეული სომელიეების, ბლოგერების, ღვინის ჟურნალისტების, მწერლების, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორებისათვის. ენოტურებში, ასევე, ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალები, მედიის სფეროსა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფესტივალზე ტრადიციულად ქვევრიც გაიხსნა.

ფოტო გალერეა