ქართული ღვინის პირველი წარდგენა კორეაში 
Header Image Promo

ქართული ღვინის პირველი წარდგენა კორეაში

თარიღი: 2015-04-23

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარედგინათ აზიის ერთ-ერთ პერსპექტიულ საექსპორტო ბაზარზე კორეის რესპუბლიკაში. 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა ,,Seoul Interenational Wines and Spirits Expo 2015”, 23 აპრილს ქალაქ სეულში გაიხსნა და 25 აპრილს დაიხურება. გამოფენა თავისი მასშტაბებით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი, ყოველწლიური ღონისძიებაა მთელ აზიის  რეგიონში. 

გამოფენაში მონაწილეობს ქართული ღვინისა და ალკოჰლური სასმელების შვიდი კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება’’, „კახური ღვინის მარანი“, „კახური“, „სარაჯიშვილი“, „შუმი“ და „არმაზი ვაინსი“. კორეის რესპუბლიკისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრებით დაინტერესებული კომპანიებისათვის, გამოფენაში მონაწილეობა იქნება იმპორტიორებთან და დისრტიბუტორებთან კონტაქტის დამყარების საუკეთესო შესაძლებლობა. 

გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში ნიკოლოზ აფხაზავა.

გამოფენის გახსნისთანავე ქართულმა ღვინომ სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.