სტატიები ქართულ ღვინოზე 
Header Image Promo

სტატიები ქართულ ღვინოზე

თარიღი: 2015-04-17

ფრანგულმა საიტმა (http://generationvignerons.com/) ქართულ ღვინოს აპრილში 4 სტატია მიუძღვნა. მეღვინეობის თემის საიტისთვის მასალის მოსამზადებლად აპრილში საფრანგეთიდან 2 ჯგუფი იყო ჩამოსული.

პირველი სტატია „ღვინის აკვანი“ (http://generationvignerons.com/non-classe/georgie-1-le-berceau-du-vin/) მოგვითხრობს ქართული ღვინის კულტურის 8 ათასწლიან ისტორიაზე, მეორე სტატიაში (http://generationvignerons.com/nos-bonnes-adresses/domaines/georgie-2-le-sommelier-volant/) საუბარია ცნობილი სომელიეს შთაბეჭდილებებზე ქართულ ღვინოზე. მესამე სტატია ეძღვნება ქვევრის ღვინოს (http://generationvignerons.com/nos-bonnes-adresses/domaines/georgie-3-les-vins-en-qvevri/), სადაც სუბარია, თუ რა ადგილი უკავია ქართველი კაცის ცხოვრებაში ქვევრის კულტურას და ქვევრის ღვინოს, მითითებულია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტატუსი მიანიჭა.

მეოთხე სტატია (http://generationvignerons.com/nos-bonnes-adresses/domaines/georgie-4-lentrepreneur-francais/) ეძღვნება  ქართული ღვინის თანამედროვე ინდუსტრიას და  მისი განვითარების პერსპექტივებს, საუბარია ქართული ღვინის უპირატესობებზე.