ქართული ღვინო Forbes-ის საუკეთესო ტრენდებს შორის მოხვდა 
Header Image Promo

ქართული ღვინო Forbes-ის საუკეთესო ტრენდებს შორის მოხვდა

თარიღი: 2015-01-05

ForbesLife-ის სტატიაში “9 საუკეთესო ღვინო და სპირტიანი სასმელი, რომელიც უნდა დალიოთ 2015 წელს”, ქართული ღვინო საუკეთესოებს შორის მოხვდა. (http://www.forbes.com/sites/adammorganstern/2014/12/29/the-9-best-wines-and-spirits-to-start-drinking-in-2015/)

საუკეთესო სასმელების რეიტინგი შედგენილია სომელიეების, მიქსოლოგებისა და ღვინის მწერლების გამოკითხვის საფუძველზე.

ქართულ ღვინოსთან ერთად 9 საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელს შორის მოხვდა Nocino, Sherry,Washington Wines ,Gin, Zinfandel, Rum, Amaro, Vermouth.

გთავაზობთ სტატიის იმ ნაწილს, სადაც ღვინის მწერალი ელის ფეირინგი ქართულ ღვინოს ახასიათებს.

„საქართველო შესაძლოა არ იყოს ცნობილი ჩვეულებრივი ღვინის მსმელებით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ღვინის დამზადება სხვებზე დიდი ხნით ადრე დაიწყეს (დაახლოებით 8 ათასი წლის წინ). „ისინი თქვენს გონებას განსხვავებული სამყაროსკენ უხსნიან დიდ გზას“, წერს ელის ფეირინგი. „2012 და 2013 წლების რთველი უკეთესი იყო, ვიდრე ოდესმე“. ქარვისფერი ღვინო (დამზადებული მაშინ, როდესაც თეთრ ყურძენს აქვს კანთან შეხების უფრო მეტი დრო დაწურვის შემდეგ) პოპულარული მეთოდია აქ და თუ არ გაგისინჯავთ ასეთი ღვინოები, ფეირინგს სჯერა, რომ საქართველოში უნდა დაიწყოთ ეს. „ქარვისფერი ღვინოები ზოგჯერ შეიძლება იყოს უსიამოვნო ტანინით და გამომშრალი,“ ამბობს ის. „მაგრამ ამ ღვინოებს აქვს წვნიანობა და ხილისა და სტრუქტურის უდიდესი ბალანსი. დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, რომ სვამთ წითელ ღვინოს და შეგიყვარდებათ ის“. ფეირინგი რეკომენდაციას უწევს ალავერდის მონასტრის ღვინოებს, „ხოხბის ცრემლებს“ და „იაგოს ღვინოს“.