ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება 
Header Image Promo

ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება

თარიღი: 2014-12-03

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერი) მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 55 237 503 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი, სადაც რუსეთი ლიდერობს 63%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის 11 თვის მონაცემებით 35 236 981 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია.

ღვინის ექსპორტმა თანხაში 174 300 717აშშ დოლარი ($) შეადგინა, რაც 36%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, ნოემბრის მდგომარეობით 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12 243 642 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. 2014 წლის განვლილ11 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 39 063 600 აშშ დოლარს ($) მიაღწია, რაც 34%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით ექსპორტმა 6 274 460 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს კი 5 157 227 ბოთლით რუსეთი იკავებს.