რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს 
Header Image Promo

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს

თარიღი: 2017-10-10

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ოქტომბრის 10.00 საათის მდგომარეობით 115 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. მოსახლეობის შემოსავლებმა 736 ათას ლარს გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნა.

დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე სუბსიდია გაიცემა 2 ლარი; ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კგ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს უხდიან, ჯამში 1 კგ ყურძნის ფასს 7 ლარს შეადგენს.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბოლაურში დათითო პუნქტი - სოფლებში ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული. 12 კომპანია რაჭაშია და იღებს  რეგიონის ყურძნის მოსავალს.

ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.

რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. 10 ოქტომბრის 11.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 132 მლნ ლარს მიაღწია. 

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.