რთველის მიმდინარეობა. 07.10.2017 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა. 07.10.2017

თარიღი: 2017-10-07

7 ოქტომბრის 09.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 106,2 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 121,7 მლნ ლარს მიაღწია. 

მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,5 ათასი ტონა რქაწითელი, 49,4 ათასი ტონა საფერავი, 3,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. კახეთის რეგიონში 6 ოქტომბერს გადამუშავდა 2,1 ათასამდე ტონა ყურძენი. 

მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია 32,8 ათასი ტონა, შემდეგ მოდის გურჯაანი - 28,2 ათასი ტონა, თელავი - 21,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 8,8 ათასი ტონა, საგარეჯო -  5,6 ათასი ტონა, ახმეტა -  3,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 3,1 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,6 ათასი ტონა.  

ყურძენი ღვინის კომპანიებს 13 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. რთველის შტაბში დარეგისტრირდა 230 კომპანია.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.