კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 105 მლნ ლარს გადააჭარბა 
Header Image Promo

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 105 მლნ ლარს გადააჭარბა

თარიღი: 2017-09-27

27 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 94 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 105 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

აქტიური რთველი უახლოეს დღეებში საგარეჯოში გადაინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველი დასასრულს უახლოვდება.

მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,3 ათასი ტონა რქაწითელი, 42,8 ათასი ტონა საფერავი, 2,85 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 3,8 ათასი ტონა შეადგინა. 

მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია - 30,3 ათასი ტონა, გურჯაანში - 26 ათასი ტონა, თელავში - 17,7 ათასი ტონა, სიღნაღში - 8,7 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 2,3 ათასი ტონა, ახმეტაში -  3 ათასი ტონა და საგარეჯოში -  2,8 ათასი ტონა.  

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.