რთველის მიმდინარეობა. 08.09.2017 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა. 08.09.2017

თარიღი: 2017-09-08

8 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 3,8 ათას ტონამდე რქაწითელი, 5,2 ათას ტონამდე საფერავი, 677 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 9 მლნ-ზე მეტი ლარია მიღებული.  

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 115 ღვინის კომპანია. 

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 43 ღვინის კერძო კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,2 ათას ტონას მიაღწია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 4,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 2,3 ათასი ტონა, თელავი - 2,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 880 ტონა, გურჯაანი - 725 ტონა, ახმეტა -  444 ტონა, საგარეჯო -  100 ტონა და ლაგოდეხი -  86 ტონა.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველის მიმდინარეობის ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.