რთველის მიმდინარეობა. 07.09.2017 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა. 07.09.2017

თარიღი: 2017-09-07

7 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 8,7 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 3 ათას ტონამდე რქაწითელი, 4 ათას ტონამდე საფერავი, 560 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 6,8 მლნ ლარია მიღებული. 

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 105 ღვინის კომპანია. 

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 37 კერძო კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 1,8 ათას ტონას მიაღწია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 3,5  ათასი ტონა, თელავი - 1,85 ათასი ტონა, სიღნაღი - 1,5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 680 ტონა, გურჯაანი - 616 ტონა, ახმეტა -  379 ტონა, ლაგოდეხი -  80 ტონა და საგარეჯო -  65 ტონა.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

 

რთველის მიმდინარეობის ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.