RAW London 2017 
Header Image Promo

RAW London 2017

თარიღი: 2017-03-13

12-13 მარტს, დიდ ბრიტანეთში დედაქალაქ ლონდონში ტარდება ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენა ,,RAW London” (The Artisan Wine Fair London), სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია მონაწილეობს: “გოცას მარანი”, “ნათენაძის ღვინის მარანი“, „ფაფრის ველი“, „ნაოტარი“, „ტიბაანი“ და „გაიოზ სოფრომაძის მარანი“.   

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).

გამოფენზე მოსულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ  მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

„RAW London-ზე უკვე მესამედ ვიღებ მონაწილეობას და ყოველწლიურად ვგრძნობ თუ როგორ იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა. მესხური და ზოგადად ქართული ღვინოები წლების წინ ზოგისთვის აღმოჩენა იყო, მაგრამ ახლა ქართული ღვინის გასასინჯად სპეციალურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა მათგანი ცალსახად აღნიშნავს, რომ  ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს. გასულ წელს აღნიშნულ გამოფენაზე ორი იმპორტიორი შევიძინე (დანია, შვეიცარია). გუშინ მომწერეს დანიიდან, რომ ჩემი ღვინო მიშლენის  კლასის  საუკეთესო რესტორნების  ქსელში მოხვდა და მთლაინი პარტია შეიძინეს. წელს სავარაუდოდ ახალ იმპორტიორებს შევიძენთ კალიფორნიიდან და ნიუ-იორკიდან“ - აღნიშნა გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ნათენაძემ.

საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს პოტენციური იმპორტიორების მოძიება, ქვევრის ღვინის ფართომასშტაბით წარმოჩენა და გაცნობა საერთაშორისო ცნობადობის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.