ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში 
Header Image Promo

ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში

თარიღი: 2017-02-15

12 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსშისაკურა“ (The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) უმაღლესი ჯილდოებიერთი „ორმაგი ოქრო, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

საკურასსაერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე.

სულ კონკურსში 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. ქართული ღვინის ნიმუშები იაპონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიგზავნა.

გამარჯვებული ღვინოებია

ორმაგი ოქრო

ü  ვაზიანი კომპანი - საფერავი 2015

ოქრო:

ü  ბინეხი - საფერავი 2015

ü  თელავის ღვინის მარნი - კონდოლი საფერავი 2014

ü  თელავის ღვინის მარნი - სატრაპეზო საფერავი 2013

ü  მილდიანი - ქინძმრაული 2014

ü  ვაზიანი კომპანი - ქისი 2015

ü  მეღვინეობა ხარება - საფერავი 2013

ვერცხლი:

ü  თელავის ღვინის მარანი - მუკუზანი 2014

ü  მილდიანი - საფერავი რეზერვი 2011

ü  შუმი - საფერავი BIO 2014

ü  მეღვინეობა  ხარება - ქინძმარაული 2014

 

ü  ბესინი - ბესინი პრემიუმი (წითელი) 2013 

 
საკურასკონკურსშიორმაგი ოქროსჯილდოს მფლობელი  ღვინოები წარდგენილი იქნება 2017 წლის 7 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს  - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

 

2016 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 160 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2015 წლის ექსპორტის მონაცემებს.