რთველის მიმდინარეობა. 30.09.2016 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა. 30.09.2016

თარიღი: 2016-09-30

 რთველის პროცესი კახეთის რეგიონში გრძელდება. 30 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა  97,8 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 52,2 ათასი ტონა რქაწითელი, 36,3 ათასი ტონა საფერავი,  2,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 16 ათასამდე ევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 85,2  მლნ ლარი მიიღეს.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 32,4 ათასი ტონა, თელავი - 25 ათასი ტონა, ყვარელი - 21,3  ათასი ტონა, სიღნაღი - 7 ათასი ტონა, საგარეჯო  -  4,3 ათასი ტონა,  ახმეტა -  3,4 ათასი  ტონა, ლაგოდეხი -  2,8 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტონა,

29 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 4,2 ათასი ტონა შეადგინა.   

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;

 საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic .