რთველის მიმდინარეობა. 12.09.2016 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა. 12.09.2016

თარიღი: 2016-09-12

12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 16,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 6,3 ათასი ტონა რქაწითელი, 7,9 ათასი ტონა საფერავი, 827 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 13,4 მლნ ლარი მიიღეს.  

ამ ეტაპისთვის ყველა დიდი რაოდენიბის ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 4,9 ათასი ტონა. კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 3,5 ათასი ტონა, ყვარელი - 3,4 ათასი ტონა, თელავი - 3,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,1 ათასი ტონა, ახმეტა - 94 ტონა, ლაგოდეხი - 88 ტონა და საგარეჯო - 55 ტონა.  

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 40 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანია, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 103 ღვინის კომპანია. 

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე: 1 კგ. - 0,45 ლარი;  საფერავზე: 1 კგ - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე 1 კგ. - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic/ და http://rtveli2016.gov.ge/statistic.