ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი 
Header Image Promo

ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი

თარიღი: 2016-06-05

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WineExpo Georgia 2016-ის ფარგლებში, 3-4 ივნისს ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award - გაიმართა. კონკურსზე ღვინის ნიმუშები წარდგენილი ჰქონდათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და საოჯახო მარნებს, ჯამში 40 კომპანიის 153 სხვადასხვა დასახელების ღვინო.

კონკურსში წარმოდგენილი ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ღვინის მაგისტრი - რიჩარდ კერშაუ (Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა), ისა ბალი (Isa Bal MS, ოსტატი სომელიე – თურქეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (ენოლოგი, საქართველო) და ღვინის ექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო).

,,მე უკვე მეორედ მაქვს პატივი ამ მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი ვიყო. წელს, როგორც ჟიურის თავმჯდომარემ მინდა აღვნიშნო, რომ მისასალმებელია კონკურსში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა. გამოწვევა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 150-ზე მეტი ძალიან კარგი ღვინო დავაგემოვნეთ, ამიტომ საუკეთესოების გამოვლენა ნამდვილად რთული აღმოჩნდა. შესაბამისად, ყველამ, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას ჯილდო მიიღო. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კომპლექსური ქვეყანაა, საოცარი ნაზავია, ყველაფერი რაც კარგია საქართველოში ერთადაა თავმოყრილი. ასე, რომ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ბოლომდე ვისწავლოთ ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი. ქართული ღვინო უსაზღვრო და ამოუწურავია. კონკურსის ჟიური საინტერესოდ იყო დაკომლექტებული - 4 უცხოელი და 2 ქართველი ექსპერტი. ქართველი კოლეგები შეფასების პარალელურად გვაცნობდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას. შესაბამისად, კონკურსის პროცესი ჩვენთვის სასიამოვნო და საგანმანათლებლო იყო“, - განაცხადა ტიმ ატკინმა.

4 ივნისს, საზეიმო ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მიისტრმა ოთარ დანელიამ და ჟიურის წევრებმა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები დააჯილდოვეს. კონკურსში ფარგლებში ჯილდო 114 დასახელების ღვინომ მიიღო. აქედან: ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა 62 სახეობის ღვინომ, ვერცხლის - 27, ოქროს მედალი - 16 სახეობის ღვინომ, სპეციალური - პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY) – 8 სახეობის ღვინოს გადაეცა. წლის საუკეთესო ღვინოდ კომპანიის ,,საწნახელი“ წარმოებული ღვინო ,,ქვევრის საფერავი რჩეული“ დასახელდა.

,,მეღვინეობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. წელს, კონკურსში 100-ზე მეტი გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი და მისასალმებელია. კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები, სპეციალისტები და ღვინის ჟურნალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მართლაც მნიშვნელოვანია. სწორედ მათ მიერ ქართული ღვინის აღიარება ხელს შეუწყობს მის პოპულარიაზციას საერთაშორისო ბაზარზე და კიდევ ერთხელ იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის აკვანია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia“ საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით უკვე მე-9 წელია ყოველწლიურად იმართება.

გამოფენაზე ტრადიციულად წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები. გამოფენის ფარგლებში მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების სპეციალური კუთხეც ეწყობა.

ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award გამარჯვებული ღვინოებია:

·         წლის საუკეთესო ღვინო

1.      ქვევრის საფერავი რჩეული 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

·         სპეციალური ჯილდო - ,,ოქროს ტროფი“

1.      მანავი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

2.      ქისი 2013  - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

3.      რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)

4.      მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,ბაბანეურის მარანი“)

5.      ოკალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

6.      მუკუზანი გეორგიკა - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

7.      ქვევრის საფერავი რჩეული 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

8.      ახაშენი - წითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)

·         ოქროს მედალი

1.      მანავი  2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

2.      კახური მწვანე 2015- ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)

3.      რქაწითელი 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

4.      რქაწითელი 2014 – ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

5.      ქისი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

6.      რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,შალაურის მარანი“)

7.      მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,ბაბანეურის მარანი“)

8.      ოჯალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

9.      მუკუზანი გეორგიკა 2013 წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

10.  მუკუზანი იბერიკა 2013 - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

11.  მუკუზანი 2009 -  წითელი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

12.  ქვევრის საფერავი 2015 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ვაზი +“)

13.  ქვევრის რჩეული საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

14.  ქვევრის საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ფალავანი“)

15.  ქვევრი საფერავი 2012 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანი)

16.  ახაშენი 2015 - წითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)

·         ვერცხლის მედალი

1.       ციცქა 2015 - თეთრი მშრალი (კომპანიამარანული“)

2.       კახური 2015 - თეთრი მშრალი (კომპანიააგუნა“)

3.       წინანდალი მიკიტანი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანია “CGW”)

4.       ბესინი პრემიუმი 2013 - თეთრი მშრალი (კომპანიაბესინი“)

5.       მწვანე იბერიული 2013 - თეთრი მშრალი (კომპანიაშუმი“)

6.       მწვანე 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიავაზიანი კომპანი“)

7.       რქაწითელი 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაძმების მარანი“)

8.       მწვანე ქვევრის 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიავაზი +“)

9.       ხიხვი 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაგრავისი“)

10.   რქაწითელი მწვანე 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაგოცას ღვინო“)

11.   ქისი იბერიული 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაშუმი“)

12.   ალადასტური 2015 - წითელი მშრალი (კომპანიაგრავისი“)

13.   მუკუზანი 2015 - წითელი მშრალი (კომპანიამარანული“)

14.   მუკუზანი-მიკიტანი 2014 - წითელი მშრალი (კორპორაცია ქართული ღვინო)

15.   საფერავი 2014 - წითელი მშრალი (კომპანიაწინანდლის ძველი მარანი“)

16.   საფერავი 2014 - წითელი მშრალი (კომპანიაასკანელი ძმები“)

17.   ვისმინო საფერავი (ნაფარეული) 2013 - წითელი მშრალი (კომპანია GWS)

18.   საფერავი გეორგიკა 2013 - წითელი მშრალი (კომპანიაშუმი“)

19.   მუკუზანი 2013 - წითელი მშრალი (კომპანიააგუნა“)

20.   მუკუზანი 2012 - წითელი მშრალი (კომპანიაბატონო“)

21.   საფერავი 2011 - წითელი მშრალი (კომპანიალაგვინარი“)

22.   ოჯალეში 2015 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანიაროილ დადიანი“)

23.   კაბერნე 2015 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანიავაზიანი კომპანია“)

24.   ოცხანური საფერე 2015 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანიალაგვინარი“)

25.   ოცხანური საფერე 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანიალაგვინარი“)

26.   საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანიაშალაურის მარანი“)

27.   ხვანჭკარა შუხმანი 2015 - წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანიაშუხმან ვაინს ჯორჯია“)

·         ბრინჯაოს მედალი:

1.       მანავი 2015 - თეთრი მშრალი (კომპანიაგიუაანი“)

2.       მანავი კასრის 2015 - თეთრი მშრალი (კომპანიაგიუაანი“)

3.       რქაწითელი 2015 - თეთრი მშრალი (კომპანიამანაველი“)

4.       რქაწითელი პრემიუმი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანიამეღვინეობა დანიელი“)

5.       წინანდალი ვაინმენი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანიავაინმენი“)

6.       წინანდალი სანთელი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანიავაინმენი“)

7.       მანავი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანიაასკანელი ძმები“)

8.       გურჯაანი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანიაკახეთის ღვინის მარანი“)

9.       წინანდალი 2013 - თეთრი მშრალი (კომპანიაკახეთის ღვინის მარანი“)

10.   მწვანე ივერია 2013 - თეთრი მშრალი (კომპანია „KTW”)

11.   ჩინური 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიალაგვინარი“)

12.   ქისი 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიავაზიანი კომპანი“)

13.   რქაწითელი 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიატიბაანი“)

14.   მწვანე ქვევრი ქარვისფერი - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიამანაველი“)

15.   გურული მწვანე 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიალაგვინარი“)

16.   მწვანე რჩეული ქვევრი 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიასაწნახელი“)

17.   ქისი რჩეული ქვევრი 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიასაწნახელი“)

18.   მწვანე ქვევრის 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაგიუაანი“)

19.   ჩინური 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაგოცას ღვინო“)

20.   მწვანე ქვევრის 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიავაზი +“)

21.   წარაფი ქვევრის 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიამარანული“)

22.   ბესინი ქვევრი 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაკომპანია ბესინი“)

23.   მარანული ქვევრის 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიამარანული“)

24.   რქაწითელი რეზერვი ქვევრი 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიამანაველი“)

25.   კრახუნა 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიალაგვინარი“)

26.   რქაწითელი-მწვანე 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიასტორი“)

27.   ცოლიკაური 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიალაგვინარი“)

28.   ხიხვი რჩეული ქვევრი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიასაწნახელი“)

29.   ქისი 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაწინანდლის ძველი მარანი“)

30.   რქაწითელი რეზერვი 2010 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიასაწნახელი“)

31.   რქაწითელი რეზერვი 2009 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიასაწნახელი“)

32.   რქაწითელი 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიახოხბის ცრემლები“)

33.   ქისი მწვანე 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაბატონო“)

34.   რქაწითელი 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიაიუნიონ თემი“)

35.   კრახუნა 2015 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანიალაგვინარი“)

36.   ტვიში შუხმანი 2015 - თეთრი ნახევრად-ტკბილი (კომპანიაშუხმან ვაინს ჯორჯია“)

37.   ოცხანური საფერე 2015 - წითელი მშრალი (კომპანიაგრავისი“)

38.   საფერავი სანთელი 2015 - წითელი მშრალი (კომპანიავაინმენი“)

39.   საფერავი ვაინმენი 2015 - წითელი მშრალი (კომპანიავაინმენი“)

40.   ოცხანური საფერე 2015 - წითელი მშრალი (კომპანიამარანული“)

41.   კასრის საფერავი 2015 - წითელი მშრალი (კომპანია „DWC”)

42.   საფერავი კაბერნე შუმი 2014 - წითელი მშრალი (კომპანიაშუმი“)

43.   როიალ მუკუზანი 2014 - წითელი მშრალი (კომპანია „KTW”)

44.   ნაფარეული 2014 - წითელი მშრალი (კომპანიაწინანდლის ძველი მარანი“)

45.   მუკუზანი ვაინმენი 2014 - წითელი მშრალი (კომპანიავაინმენი“)

46.   მუკუზანი 2014 - წითელი მშრალი (კომპანიაშუხმან ვაინს ჯორჯია“)

47.   საფერავი პრემიუმი 2013 - წითელი მშრალი (კომპანიაასკანელი ძმები“)

48.   ბესინის პრემიუმი 2013 - წითელი მშრალი (კომპანიაბესინი“)

49.   საფერავი 2012 - წითელი მშრალი (კომპანიაკახეთის ღვინის მარანი“)

50.   ყვარელი შუმი 2014 - წითელი მშრალი (კომპანიაშუმი“)

51.   საფერავი 2015 - ქვევრის წითელი შრალი (კომპანიაბატონო“)

52.   საფერავი 2014 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანიაღვარძელაშვილის მარანი“)

53.   საფერავი 2014 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანიაშალაურის მარანი“)

54.   ალადასტური 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანიალაგვინარი“)

55.   საფერავი 2015 - წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანიაგრავისი“)

56.   უსახელაური 2015 - წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანიაუსახელაურის ვენახები“)

57.   ქინძმარაული მიკიტანი 2015 - წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანიაკორპორაცია ქართული ღვინო“)

58.   ქინძმარაული სანთელი 2015 - წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანიავაინმენი“)

59.   ალაზნის ველი 2014 - წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანიაწინანდლის ძველი მარანი“)

60.   ქინძმარაული 2014 - წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანიაასკანელი ძმები“)

61.   თამადა 2013 - წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „GWS“)

62.   ქინძმარაული გეორგიკა 2013 - წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანიაშუმი“)