ქვევრის ღვინო ,,RAW London”-ზე იყო წარმოდგენილი 
Header Image Promo

ქვევრის ღვინო ,,RAW London”-ზე იყო წარმოდგენილი

თარიღი: 2016-05-23

ქართული ქვევრის ღვინ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე - ,,RAW London” (The Artisan Wine Fair London) იყო წარმოდგენილი. გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობდ ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი:  „საწნახელი“, „მეღვინეობა , ნიკა“, „გოცას ღვინოები“, „თემი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „მანაველი“, „არტევანი“, „ნათენაძის ღვინო“ და „ხოხბის ცრემლები“.

 

 

გამოფენის გახსნას  საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

 

მინდა მივულოცო ღვინის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ქართველ მეწარმეს, ასეთ პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობა, რომელიც პოპულარიზაციას უწევს განსაკუთრებულ ღვინოებს. საქართველო გამოფენაზე აქ ძალიან საინტერსოდ არის წარმოდგენილი. ზოგადად ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში  გვხვდება ძალიან მაღალი დონის რესტორნებსა და მაღაზიათა ქსელებში. ცნობადობა აქ  ინტენსიური დინამიკით იზრდება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ღვინის, როგორც საქართველოს ელჩის პოპულარიზაციას “, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებითბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ  არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანა.

 

 

დიდი ბრიტანეთი არის ასევე ღვინის ყველაზე დიდი დამფასებელი ქვეყანა, ფაქტიურად მსოფლიოში მეღვინეობის მოდა იქმნება აქ. ეს ქვეყანა არის ჩვენი სტრატეგიული ბაზარი, სადაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაიყოდოს ჩვენი ღვინო, ამის პოტენციალი ქართულ ღვინოს აქვს. თუ ქართული ღვინო ცნობადი და პოპულარული გახდება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ეს არის გასაღები ძალიან ბევრ სხვა ბაზარზეც“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

როგორც გამოფენის ორგანიზატორმა იზაბელ ლეჟერონმა აღნიშნა, ქართველი მწარმოებლები გამოფენაში რამდენიმე წელია რაც მონაწილეობენ, რაც უკვე აისახება ქართული ღვინოების  პოპულარიზაციაზე დიდ ბრიტანეთში.


ქართული ღვინოები, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოები, სულ უფრო მეტ პოპულარულარობას  იძენს  დიდ ბრიტანეთში და ჩემი აზრით მთელ მსოფლიოში, რადგან   დიდი ინტერესია  განსხვავებული და დიდი ისტორიის მქონე ღვინოების მიმართ. საქართველო კი მსოფლიოში უძველესი ღვინის მწამოებელი ქვეყანაა და 8 000 რთველს ითვლის. მას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია როგორც სომელიეების, ასევე რესტორნებისთვის, რადგან ქართული ღვინის საკვებთან შეხამება მატივია. ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი დროა, მწარმოებლები აქცენტს აკეთებენ  ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიებზე. ბაზარი იზრდება და თქვენც შეგიძლიათ იხილოთ რომ ქართული ღვინის სტენდთან ყოველთვის ბევრი ხალხია და ისინი ამ ღვინის  გასინჯვის შესაძლებლობას ხალიდან არ უშვებენ. სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის საქართველოში და ხვდება მევენახეებს ქართული ქვევრის ღვინისა და თავად ქვევრის დამზადების ხელოვნების გასაცნობად. ბოლო ხუთი წლის მანძლზექართული ღვინო პოპულარული გახდა პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში და ა.შ. - აღნიშნა იზაბელ ლეჟერონმა.

 

ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა  ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური გათამაშება, რომელიც ორი იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს შემოდგომაზე, რთველის პერიოდში ღვინის ტურით ეწვიონ საქართველოს.

 

საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მოხდეს პოტენციური იმპორტიორების მოძიება, ქვევრის ღვინის ფართო მასშტაბით წარმოჩენა და გაცნობა საერთაშორისო ცნობადობის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

 

 

ორდღიანმა გამოფენამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე ბუნებრივი, ორგანული  და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებელ კომპანიას უმასპინძლა.