ქართული ღვინისა და პოლონური სამზარეულოს შეხამების ღონისძიება ვარშავაში გაიმართა 
Header Image Promo

ქართული ღვინისა და პოლონური სამზარეულოს შეხამების ღონისძიება ვარშავაში გაიმართა

თარიღი: 2016-03-31

30 მარტს პოლონეთის დედაქალაქ  ვარშავაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera’’- დირექტორმა მარიუს კაპჩინსკიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართაღონისძიებას დაესწრნენ  ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლები

პრეზენტაციის ძირითადი კონცეფცია იყო ქართული ღვინისა და პოლონური სამზარეულოს ტანდემი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: ‘შუხმან ვაინს ჯორჯია“, „შატო მუხრანი“, „ვაზიანი კომპანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „არჩილი გუნიავას მარანი“, „ბექა გოცაძის მარანიდანიკა ბახიას მარანი“.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია -  2015 წლის მონაცემებით, საქართველოდან  ექსპორტირებულია  1,6 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო.

ფოტო გალერეა