ქართული ღვინის საღამოები ჩინეთში 
Header Image Promo

ქართული ღვინის საღამოები ჩინეთში

თარიღი: 2016-03-24

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე კვირაში პეკინში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ერთ-ერთი იყო ქართული ღვინისა და კულინარიის საღამო, რომელიც ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენას ათეულობით ჩინელი და უცხოელი სტუმარი დაესწრო.  

კიდევ ერთ ღონისძიებაზე - ჩინეთში ქართული ღვინის დისტრიბუტორი კომპანიის ორგანიზებით ჩატარებულ ქართული ღვინის სადეგუსტაციო-საგანმანათლებლო სემინარზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთში მაია ცქიტიშვილმა ქართული ღვინის პრეზენტაცია გამართა. ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით საგანმანათლებლო სემინარები ყოველკვირეულად ტარდება. 

ქართული ღვინის დეგუსტაცია პეკინის ჯაზ-სალონშიც გაიმართა.  ღვინისა და ჯაზის მოყვარულ ჩინელ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართულ ღვონოსა და კულტურას.  

 

ფოტო გალერეა