ექსპორტის 2 თვის მონაცემები 
Header Image Promo

ექსპორტის 2 თვის მონაცემები

თარიღი: 2016-03-07

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 531 556 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 56%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 10,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 431 868 ბოთლი ბრენდი, რაც 165%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებულია  3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  137%-ს აღწევს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 2 559 795, უკრაინა -651 792, ყაზახეთი - 337 582, პოლონეთი - 322 038 და ჩინეთი - 219 349 ბოთლი.

ექსპორტის მატების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთი -  154%, უკრაინა - 37%, პოლონეთი - 46%, ლიტვა - 26%, ყირგიზეთი - 70%,  გერმანია - 68% და სხვა

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 20  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.