ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში 
Header Image Promo

ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში

თარიღი: 2016-02-15

9 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ (The 3rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2016) უმაღლესი ჯილდოები -  ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

გამარჯვებული ღვინოებია:

ორმაგი ოქრო - „საფერავი რეზერვი.  2005“ კომპანია „კახური“; 

ოქრო - „საფერავი. 2008“, კომპანია „კახური“;

ოქრო - „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013“, კომპანია „ლუკასი“;

ოქრო - „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;

ოქრო - „მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;

ვერცხლი - „მუკუზანი იბერიული. 2013“, კომპანია „შუმი“;

ვერცხლი - „ნაფარეული. 2013“,  კომპანია „შუმი“; 

ვერცხლი - „სატრაპეზო საფერავი. 2012“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; 

ვერცხლი -  „საფერავი ქვევრის.  2011“, კორპორაცია „ქინძმარაული“.

„საკურას“ საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

სულ კონკურსში 35 ქვეყნის 3543 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით.

„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი  ღვინოები წარდგენილი იქნება 2016 წლის 8 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს  - ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე.