ქართული ღვინის დეგუსტაცია კრაკოვში 
Header Image Promo

ქართული ღვინის დეგუსტაცია კრაკოვში

თარიღი: 2015-12-09

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა. ქართული ღვინის პრეზენტაციას  კომპანია ,,Vinisfera’’- დირექტორი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა. ღონისძიებას    ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და ბარების წარმომადგენლები, ბლოგერები, ღვინის პროფესიონალები და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრნენ.

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: 1. „ვაინმენი“ - რქაწითელი, საფერავი; 2. „ტიბანელი“ - წინანდალი, საფერავი, მუკუზანი; 3. „ბესინი“ - ფიროსმანი, ალაზნის ველი, ქვევრის; 4. „ტყუპების საღვინე სახლი“ - რქაწითელი, საფერავი; 5. „მეღვინეობა ხარება“ - ცქრიალა ღვინო, კრახუნა; 6. „თელავის ღვინის მარანი“ - სატრაპეზო; 10.  „მარანი“ - ქვევრი, საფერავი ბიო; 11. „ასკანელი ძმები“ - ალაზნის ველი; 12. „კორპორაცია ქინძმრაული“ - ქინძმარაული, ქისი, მწვანე, რქაწითელი, წინანდალი, ქინძმარაული; 13. „კახური“ - მუკუზანი.

პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და  ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სტაბილურ ბაზარს წარმოადგენს.  2015 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან  პოლონეთში ექსპორტირებულია 1 444  242  ბოთლი  ღვინო, რაც 3  %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ფოტო გალერეა