მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო კონგრესს ქართული დელეგაცია ესწრება 
Header Image Promo

მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო კონგრესს ქართული დელეგაცია ესწრება

თარიღი: 2014-11-13

არგენტინაში, მენდოზას პროვინციაში მევენახეობა-მეღვინეობის 37-ე საერთაშორისო კონგრესი და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მე-12 გენერალური ასამბლეა იმართება, რომელშიც ქართული დელეგაცია სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

ღონისძიება 9-14 ნოემბერს ტარდება და მასში მეღვინეობისა და მევენახეობის სფეროს წარმომადგენლები და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები იღებენ მონაწილეობას. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand) გლობალური წლიური მოხსენებით გამოვიდა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება განსაკუთრებით საყურადღებოა ღვინის ბაზრის წარმომადგენლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო კონგრესს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს და 2010 წელს (33-ე საერთაშორისო კონგრესი და OIV-ს მე-8 გენერალური ასამბლეა).