ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს 
Header Image Promo

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თარიღი: 2014-11-07

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ამავე სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი გიორგი სამანიშვილი წარადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჯერ ბურგუნდიის უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტში - ჟიულ გიო. (საფრანგეთი, ქ. დიჟონი), შემდეგ ბორდოს უნივერსიტეტის (საფრანგეთი, ქ. ბორდო) იურიდიულ ფაკულტეტზე (მეღვინეობის დარგის მართვის, ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრის დიპლომი).

სამუშაო გამოცდილება:
2012 წლის აგვისტოდან დღემდე - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი;
2011 წლის დეკემბრიდან დღემდე - შპს „წინანდლის ღვინის სკოლის“ (წინანდალი, კახეთი) სასწავლო ხელმძღვანელი (მევენახეობის, მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების ისტორიის, კულტურის კურსი);
02/2009 – 06/2010 - მეღვინეობის კომპანია შპს „ტფილისის მარანი”, აღმასრულებელი დირექტორი;
08/2008 - 10/2008 - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის („სამტრესტი“) თავმჯდომარის მოადგილე;
8/2005 – 10/2007 - შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS) / Pernod Ricard ჯგუფი. მთავარი მეღვინე. მეღვინეობის განყოფილების უფროსი;
06/2001- 08/2005 - შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS) / Pernod Ricard ჯგუფი. მეღვინე. წარმოების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი;
09/1999 და 10/2000 - მარანი “Domaine de la Courtade” (პროვანსი, საფრანგეთი) მარანი “Domaine Auther” (ელზასი, საფრანგეთი). მეღვინე;
3/2000 – 07/2000 - კონიაკის ინტერპროფესიული ბიურო (National Interprofessional Bureau of Cognac (BNIC)) (საფრანგეთი, კონიაკი); სტაჟიორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიულ განყოფილებაში;
9/1998 – 12/1998 - ბურგუნდიის უნივერსიტეტის საცდელი მარანი და კვლევითი ლაბორატორია. სტაჟიორი;
ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

CV

ფოტო გალერეა