ქართული ღვინო ჰონგ-კონგის გამოფენაზე 
Header Image Promo

ქართული ღვინო ჰონგ-კონგის გამოფენაზე

თარიღი: 2014-11-07

6-8 ნოემბერს, ჰონგ-კონგში ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „HKTDC - Hong Kong International Wine and Spirits Fair 2014” იმართება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველოდან მონაწილეობს ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია: „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბესინი“, „ქინძმარაულის მარანი“, „სარაჯიშვილი“, „ვაზიანი კომპანი“, „ხარება“, „დუგლაძეების ღვინის მარანი“, “GWS”, „შატო მუხრანი“, „თბილღვინო“, „ბაგრატიონი 1882“.

ქართული კომპანიებისთვის აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ქართული პროდუქციის წარმოჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოებისთვის ჩინეთის ბაზარზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დეგუსტაციები, შეხვედრები ღვინის იმპორტიორებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ჩინეთის ბაზარი საქართველოს ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ოქტომბრის მონაცემებით მე-6 ადგილს იკავებს რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელარუსისა და პოლონეთის შემდეგ. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია მილიონ ბოთლზე მეტი, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ფოტო გალერეა