ქართულმა ღვინოებმა “EnoExpo”-ზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს 
Header Image Promo

ქართულმა ღვინოებმა “EnoExpo”-ზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს

თარიღი: 2014-11-06

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 5-7 ნოემბერს მიმდინარე ღვინის მე-12 საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2014”-ზე 9 ქართული ღვინო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა. კერძოდ:

ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“
1. სატრაპეზო Ice Wine Cabernet Sauvignon- ოქროს მედალი;
2. სატრაპეზო 10 ქვევრი 2010 - ოქროს მედალი;
3. მარანი Reserve 2007 - ვერცხლის მედალი;
4. მარანი ალექსანდროული - ბრინჯაოს მედალი;
5. ქინძმარაული ბიო - ბრინჯაოს მედალი.

კომპანია "Chateau Mukhrani" 
1. შავკაპიტო - ოქროს მედალი.

 კომპანია „შუმი“
1. ნაფარეული 2012 - ოქროს მედალი;
2. ხვანჭკარა 2013 - ბრინჯაოს მედალი.

მეღვინეობა „ნიკა“
1. საფერავი „ნიკა“ 2010 - ვერცხლის მედალი.

ქართულ ღვინოებს სულ 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი გადაეცა. სადეგუსტაციო კონკურსი გამოფენამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა, ხოლო შედეგები გამოფენაზე 5 ნოემბერს, საღამოს გახდა ცნობილი.

გამოფენის გახსნამდე, 4 ნოემბერს კრაკოვში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ცნობილი პოლონელი სომელიეები, ღვინის იმპორტიორები, მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, მეღვინეობის სფეროში მომუშავე ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ. ქართული ღვინის პრეზენტაციას უძღვებოდნენ კომპანია ,,Vinisfera’’-ს დირექტორი მარიუს კაპჩინსკი და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ჩოლობარგია.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნული ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ესპორტირებულია 1,2 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.