ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი ავსტრიაში 
Header Image Promo

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი ავსტრიაში

თარიღი: 2014-11-04

ღვინის პოპულარიზაციის კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილი ავსტრიის ღვინის მარკეტინგის საბჭოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ძირითად თემას ავსტრიის ღვინის მარკეტინგის საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ადმინისტრირების საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში ქალაქ აიზენშტადთში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ავსტრიის ღვინის სააგენტოს წარმომადგენლებთან. კერძოდ, სააგენტოს ლევან დავითაშვილი გაეცნო ავსტრიის ღვინის სააგენტოს სტრუქტურას, ლაბორატორიებს, კონტროლის მექანიზმებს და ა.შ.

საქართველოში ღვინის მუზეუმის დაფუძნებასთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ეწვია ავსტრიის ღვინის მუზეუმს (LOISIUM) და გაეცნო მუზეუმის კონცეფციას, არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს, დიზაინს და ა.შ.

ფოტო გალერეა