ლეჩხუმში რთველი გრძელდება 
Header Image Promo

ლეჩხუმში რთველი გრძელდება

თარიღი: 2014-10-28

ცაგერის მუნიციპალიტეტში რთველი გრძელდება და მოსახლეობა კერძო ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს. 28 ოქტომბრის მდგომარეობით, ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 63 ტონა ოჯალეშის ჯიშის ყურძენი. მოსავლის ჩაბარება გრძელდება დღესაც. სულ წინასწარი პროგნოზით, მიმდინარე წელს ცაგერის რაიონში მოსალოდნელია 80-85 ტონა ყურძნის მოსავალის მიღება.

ადგილობრივი მოსახლეობისგან ოჯალეშის ჯიშის ყურძენს იბარებენ შემდეგი ღვინის კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „შატო ხვანჭკარა“ და GWS.

რთველი ლეჩხუმში რამდენიმე დღეში დასრულდება.

2014 წლის რთველი წარმატებით განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთო ჯამში გადამუშავდა 119 051 ტონა ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოასავალმა 170 მლნ ლარს მიაღწია. რთველის პერიოდში ყურძნის ფასიც უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა.
სახელმწიფოს ხელშეწყობით, შესრულდა დანაპირები - მაქსიმალურად მოხდა ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობა.