ღვინისა და ბრენდის ექსპორტი სექტემბრის მდგომარეობით 
Header Image Promo

ღვინისა და ბრენდის ექსპორტი სექტემბრის მდგომარეობით

თარიღი: 2014-10-07

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) მსოფლიოს 39 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 42 800 528 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 62%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი, სადაც რუსეთი ლიდერობს 65%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით 27 937 836 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.

ღვინის ექსპორტმა თანხაში 137 104 668 აშშ დოლარი ($) შეადგინა, რაც 64%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, სექტემბის მდგომარეობით 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 787 177 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. 2014 წლის განვლილ 9 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 29 043 599 აშშ დოლარის ($) მიაღწია, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით ექსპორტმა - 4 281 222 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 3 976 884 ბოთლით რუსეთი იკავებს.