ღვინის ტური კახეთში 
Header Image Promo

ღვინის ტური კახეთში

თარიღი: 2014-09-17

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, 15-17 სექტემბერს კახეთში ჩინეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ღვინის მაგისტრები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ: ლიზა გრანიკი (Ms. Lisa Granik) - ღვინის მაგისტრი, აშშ; რობერტ ჯოზეფი (Mr. Robert Jozeph)- ღვინის პროფესიონალი, ღვინის მაგისტრი, დიდი ბრიტანეთი; დებრა მეიბურგი (Ms. Debra Elaine Meiburg) - ღვინის მაგისტრი, ჰონგ-კონგი; დან ზენგი (Ms. Dan Zeng) - ღვინის ჟურნალისტი და რედაქტორი „La Revue du Vin de France”; ლოკ კინ ჩოი (Mr. Lok Kin Choy) - რედაქტორი, ჟურნალი “Wine. Luxe Magazine”;’ შაკ ლონგი (Ms. Shuk Tee Rebecca Leung) - ღვინის ჟურნალისტი; საბაშ ჩანდერ არორა (Mr. Subhash Chander Arora) - ინდოეთის ღვინის აკადემიის პრეზიდენტი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ღვინის მწარმოებელი კომპანიები - „ტყუპების საღვინე სახლი“, "მეღვინეობა ხარებას" ტურისტული კომპლექსი გვირაბი და „შუხმან ვაინს ჯორჯია“ და ადგილზე გაცნობოდნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, დაეგემოვნებინათ ქართული, როგორც ტრადიციული, ისე ევროპული წესით დაყენებული ღვინოები.