ქართული ღვინის წარმატება პოლონეთში 
Header Image Promo

ქართული ღვინის წარმატება პოლონეთში

თარიღი: 2015-11-06

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 4-6 ნოემბერს ღვინის მე-13 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „EnoExpo 2015” გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ასკანელი ძმები“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „კახური“, „ბესინი“, „ტყუპების საღვინე მარანი“, „შატო თელავიდატიბანელი“.

გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსზე კომპანიის -ამირან ვეფხვაძის მეღვინეობა- ღვინომკრახუნა 2013“ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

გამოფენაზე ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ გაემართათ საქმიანი მოლაპარაკებები ადგილობრივ იმპორტიორებთან და მიეღწიათ შეთანხმებას სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყანა სტაბილურად შედის ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 2015 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,26 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.