კახეთში რქაწითელის რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა 
Header Image Promo

კახეთში რქაწითელის რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

თარიღი: 2014-09-14

კახეთში რქაწითელის ჯიშის ყურძნის კრეფა აქტიურ ფაზაში შევიდა და საწარმოებმა, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო, უკვე დაიწყო ამ ჯიშის ყურძნის გადამუშავება. 
დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, მამათელაშვილების ოჯახს ყურძნის კრეფაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის სტუდენტთა ფორუმის“ 20 ახალგაზრდა ეხმარებოდა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მამათელაშვილების ოჯახმა ახალგაზრდების დახმარებით 10 ტონამდე რქაწითელის ჯიშის ყურძენი მოკრიფა.
14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 41 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - აქედან ძირითადი ნაწილი 25 ათას ტონამდე საფერავია, 15 ათას ტონაზე მეტი რქაწითელი, 1200 ტონაზე მეტი კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 
მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა უკვე 72 მლნ ლარს გადააჭარბა.

ფოტო გალერეა