რთველის მიმდინარეობა - 2 ოქტომბერი 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა - 2 ოქტომბერი

თარიღი: 2015-10-02

2 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 103,3 ათას ტონამდე ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა

1 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 5 875 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდებაყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 52 ათას ტონამდე, საფერავი - 38,2 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,4 ათასი ტონა  კახური მწვანე და11 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთი ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 34,5 ათას ტონა, თელავი - 23,2 ათასი ტონა, ყვარელი - 19 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათას ტონა, ლაგოდეხი - 7,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,3 ათასი ტონადა საგარეჯო - 6 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.