რთველის მიმდინარეობა - 29 სექტემბერი 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა - 29 სექტემბერი

თარიღი: 2015-09-29

29 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი.

ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 52 მლნ ლარს მიაღწია. ღვინის კომპანიებს ყურძენი  11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

გადამუშავებულია რქაწითელი - 39,5 ათას ტ., საფერავი - 33,5 ათას ტ., 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი - 17,5 ათასი ტ., ყვარელი - 15,5 ათასი ტ., სიღნაღი - 7,3 ათას ტ., ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტ., საგარეჯო - 3,5 ათასი ტ., ახმეტა - 2,2 ათასი ტ. და დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა. 

ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 67 კერძო და  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.