გიორგი სამანიშვილი ყურძნის გადამუშავების პროცესს გაეცნო 
Header Image Promo

გიორგი სამანიშვილი ყურძნის გადამუშავების პროცესს გაეცნო

თარიღი: 2015-09-25

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა კახეთის რეგიონში რამდენიმე ღვინის საწარმო მოინახულა, რომლებიც მიმდინარე რთველის სეზონზე ყურძნის გადამუშავების პროცესშია ჩართული - შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, შპს „საწნახელი“, სანიორეს ქარხანა, სადაც ყურძენს შპს „მარნისკარი“ იბარებს, ასევე ნაფარეულის ქარხანა, სადაც მოსახლეობისგან ყურძენს შპს „გეო-ალკო“ იბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გაესაუბრა საწარმოს წარმომადგენლებსა და მევენახეებს, გაეცნო ყურძნის ჩაბარების პროცესს.

რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. 25 სექტემბრის 21.00 საათის მონაცემებით გადამუშავებულია 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ღვინის ქარხნებში 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი.

 

ფოტო გალერეა