რთველის მიმდინარეობა - 23 სექტემბერი 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა - 23 სექტემბერი

თარიღი: 2015-09-23

23 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 42 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 17 ათას ტონამდე რქაწითელი, 19 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. 

კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 25 მლნ ლარს მიაღწია. 

განვლილი 24 საათის განმავლობაში  6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

 რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 14 ათას ტონამდე, ყვარელი - 8,6 ათას ტონამდე და თელავი - 6,8 ათას ტონამდე. 

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 70 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 15 ღვინის საწარმო. 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

 

ვიდეო გალერეა