რთველის მიმდინარეობა - 22 სექტემბერი 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა - 22 სექტემბერი

თარიღი: 2015-09-22

22 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 36 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 16 ათას ტონამდე საფერავი, 1,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და 5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. 

კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 21 მლნ ლარს მიაღწია. 

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული - განვლილი 24 საათის განმავლობაში  6 ათას ტონამდე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 11,5 ათას ტონამდე, ყვარლის - 7,5 ათას ტონამდე და თელავის - 5,6 ათას ტონამდე. 

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო. 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.