რთველის მიმდინარეობა - 20 სექტემბერი 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა - 20 სექტემბერი

თარიღი: 2015-09-20

20 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  24,2 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 8,8 ათას ტონამდე რქაწითელი, 10,2 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,1 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. 

ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კახეთის რეგიონში 14 მლნ ლარს მიაღწია. 

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული - განვლილი 24 საათის განმავლობაში  5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 

ყველაზე დიდი რაოდენობით - 6,7 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 47 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 11 ღვინის საწარმო. 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.