რთველის მიმდინარეობა - 19 სექტემბერი 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა - 19 სექტემბერი

თარიღი: 2015-09-19

19  სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  19,2 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 6 600 ტონამდე რქაწითელი, 8  000 ტონამდე საფერავი, 880 ტონამდე კახური მწვანე და 3 800 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა - განვლილი დღე-ღამის განმავლობაში  5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 45 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-ზე მეტი ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.