რთველის მიმდინარეობა - 16 სექტემბერი 
Header Image Promo

რთველის მიმდინარეობა - 16 სექტემბერი

თარიღი: 2015-09-16

16 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 9,3 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 2 700 ტონამდე რქაწითელი, 3 100 ტონამდე საფერავი, 520 ტონამდე კახური მწვანე და 3 050 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

რთველი, შეფერხების გარეშე,  კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. რთველში მოგვიანებით ჩაერთვება საგარეჯოს რაიონიც.

 კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 28 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 8 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. 

ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 90-მდე ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.