ქართული ღვინო პეკინის საერთაშორისო გამოფენაზე 
Header Image Promo

ქართული ღვინო პეკინის საერთაშორისო გამოფენაზე

თარიღი: 2014-08-02

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 29-31 ივლისს პეკინში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე (2014 BEIJING (YANQING) INTERNATIONAL WINE EXPOSITION) საქართველოდან 16 ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი. ეს კომპანიებია: „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბესინი“, „ვაზიანი“, „კახური“, „ვაინმენი“, „შალვინო“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „თელიანი ველი“, „მეღვინეობა ხარება“, „კახური ღვინის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუმი“, „ქიმერიონი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „კორპორაცია ქართული ღვინო“
პეკინის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ტრადიციულად თავს იყრიან წამყვანი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები და მიმწოდებლები როგორც ჩინეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„პეკინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა იყო უნიკალური შესაძლებლობა ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოზიტიური იმიჯის ჩამოსაყალიბებლად. აქ ქართული ღვინო თანაბარ პოზიციებზე წარსდგა მეღვინეობით განთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და სხვა., რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვან ნაბიჯია” - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.
გამოფენის ფარგლებში, 29 ივლისს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეული მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელმა, ცნობილმა ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა ჩაატარა ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია, რომელსაც 100-მდე მსმენელი და აგრეთვე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი დავით აფციაური ესწრებოდა.

ფოტო გალერეა